saqarTvelos mdinareebi - tana

სათავე თრიალეთის ქედი
სიგრძე 39 კმ
აუზის ფართობი 382 კმ²

 

მდინარე თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მტკვრის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს ზღვის დონიდან 2000 მ. სიგრძე 39 კმ, აუზის ფართობი 382 კმ2. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, მდგრადი წყალმცირობა - ოქტომბრიდან თებერვლის ბოლომდე. გამოყენებულია სარწყავად.